რა არის კორონა და რისი გაკეთება შეგვიძლია?

კორონავირუსი, იგივე კორონა არის პატარა მიკრობი (მეტისმეტად პატარა, შეუიარაღებელი თვალით დასანახად), რომელიც შესაძლოა გავრცელდეს და გამოიწვიოს ადამიანთა დაავადებები. კორონა იწვევს გრიპის მსგავს სიმპტომებს, როგორიცაა: მშრალი ხველა, ქოშინი, ცხელება და სხეულის ტკივილი. კორონა უმეტეს შემთხვევაში უარყოფით ზეგავლენას ახდენს რესპირატორულ სისტემაზე. მიუხედავად იმისა, რომ ხშირ შემთხვევებში ინფექცია საშიში არ არის, მას შეუძლია გამოიწვიოს პნევმონია (ფილტვების სერიოზული ინფექცია) და დამძიმების შემთხვევაში შესაძლოა გახდეს მომაკვდინებელი.

კორონა შესაძლოა დაემართოს ყველას, მაგრამ გაცილებით დიდი რისკის ქვეშ არიან ხანდაზმული ადამიანები და ისინი, ვისაც აქვთ სხვა მიმდინარე დაავადებები, როგორიცაა მაგ: რესპირატორული დაავადებები, სიმსივნე ან დიაბეტი.

კორონა ვრცელდება დაინფიცირებული ადამიანისგან გადმოცემული რესპირაციული წვეთების გზით, რომელიც წარმოიქმნება სუნთქვის, ხველის ან ცემინების დროს, ასევე ვრცელდება დაბინძურებული ზედაპირებიდან ან საკვებიდან. ის ჩვენს ორგანიზმში ხვდება პირის, ცხვირისა და თვალის საშუალებით. სხეულში მოხვედრის შემდეგ, ის იწყებს გამრავლებას და სხვა ადგილებში გავრცელებას. კორონა სხეულში შესაძლოა ცოცხლობდეს, სიმპტომების გამოვლენამდე 14 დღის მანძილზე. ასე რომ, ადამიანს შესაძლოა ჰქონდეს კორონა, არ იცოდეს ამის შესახებ და მარტივად გადასდოს ვირუსი სხვებს.

კორონას ვერ კლავს ანტიბიოტიკები და ხალხური მედიცინა. შესაძლებელია მხოლოდ პრევენცია, კონტაქტების არიდებისა და ხელების ხშირად დაბანის გზით.

ინფექციის თავიდან ასაცილებლად, დაიბანეთ ხელები წყლითა და საპნით. გააკეთეთ ეს მაშინაც კი, როდესაც ხელები ვიზუალურად არ ჩანს დასვრილი. გულდასმით ჩამოიბანეთ გამდინარე წყლის ქვეშ 20 წამის განმავლობაში, საპნით კარგად წაისვით ფრჩხილების ქვეშ და დაფარეთ მთელი მკლავი და მაჯა. ხელების საპნით დაბანა კლავს ვირუსებს, რომლებიც შესაძლოა თქვენს ხელებზე იყოს. ყოველთვის დაიბანეთ ხელები საჭმლის მომზადების დაწყებამდე და მას შემდეგ, საპირფარეშოს გამოყენების შემდეგ, ჭამის წინ, ავადმყოფი ადამიანების მოვლისას, ცხოველების ან ცხოველური ნარჩენების დამუშავების შემდეგ, ხველების, ცემინებისა და ცხვირის მოწმენდის შემდეგ.

დაბანის გარეშე არ შეეხოთ თვალებს, ცხვირსა და პირს. ხელები ეხება ბევრ ზედაპირს და მარტივად შეუძლია ვირუსების აღება. ხელის დაინფიცირების შემდეგ, ვირუსი ხელიდან შესაძლოა გადავიდეს თვალებზე, ცხვირზე ან მოხვდეს პირის ღრუში. აქედან თქვენს სხეულში და შესაძლებელია, რომ დაავადდეთ.

უმნიშვნელოვანესია, თავიდან აიცილოთ მჭიდრო კონტაქტი ადამიანებთან, რომლებსაც აქვთ სიცხე, ხველა ან სხვა რესპირატორული სიმპტომები. ხველის ან ცემინების დროს მუდამ დაიფარეთ პირი და ცხვირი მოხრილი იდაყვით ან ცხვირსახოცით. გამოყენებული ხელსახოცი გადააგდეთ დაუყოვნებლივ. ნუ გადააფურთხებთ საჯაროდ.

დაიცავით დისტანცია მინიმუმ 1 მეტრი (3 ფუტი) თქვენსა და იმ ადამიანს შორის, ვინც ახველებს ან აცემინებს. მოერიდეთ ახლო კონტაქტს ყველასთან, ვისაც აქვს სიცხე და ხველება.

თუ გჭირდებათ იზრუნოთ ადამიანზე, ვისაც აქვს სიცხე, ხველება და გაძნელებული სუნთქვა, არ დაგავიწყდეთ გამოიყენოთ სამედიცინო ან ნაჭრის პირბადე და განსაკუთრებით არ დაგავიწყდეთ ხელების ჰიგიენა.

კორონას თავიდან ასაცილებლად ყველაზე უსაფრთხო არის სხვა ადამიანებთან ფიზიკური კონტაქტის თავიდან აცილება. კორონას, თუ სხვა ვირუსის გადაცემა შესაძლებელია ხელის ჩამორთმევით, მოგვიანებით კი ამავე ხელის თვალთან, ცხვირთან და პირთან შეხებით. ამიტომ, შეხვედრისას, არ მივესალმოთ ხელის ჩამორთმევით, ჩახუტებითა და გადაკოცნით. ამის სანაცვლოდ მიესალმეთ ხელის დაქნევითა და თავის დახრით. თუ ფიქრობთ, რომ თქვენს ახლომდებარე სივრცეში კორონაა, დარჩით სახლში, რათა მოერიდოთ სხვა ადამიანებთან კონტაქტს.

დარჩით სახლში, თუ თავს ცუდად გრძნობთ, თუნდაც გქონდეთ მსუბუქი სიმპტომები, როგორიცაა თავის ტკივილი და სურდო, სანამ არ გამოჯანმრთელდებით. თუ თქვენ გაქვთ ცემინება, მშრალი ხველა, სუნთქვის გაძნელება და ცხელება, მაქსიმალურად დროულად მიმართეთ ექიმს, რადგან ეს შეიძლება იყოს რესპირატორული ინფექციის ან სხვა სერიოზული სამედიცინო მდგომარეობის გამო.

კორონას შესახებ ცრუ რწმენამ და მითებმა შესაძლოა ძლიერ დააზიანოს ადამიანი და გამოიწვიოს მისი სიკვდილიც. მაგალითად: ისეთი სითხეების მიღება, როგორიცა მათეთრებელი და ალკოჰოლი მოგიტანთ დიდ ზიანს, ნაცვლად იმისა, რომ დაგიცვათ კორონასგან. თუნდაც ის ინფორმაცია, რომელსაც მეგობრებისგან და ახლო ნათესავებისგან იღებთ, შესაძლოა იყოს არასწორი და საშიში. გაითვალისწინეთ მხოლოდ ადგილობრივი ჯანდაცვის სამედიცინო რჩევები.

ამ წერილის გავრცელებით თქვენ შეგიძლიათ გააძლიეროთ კორონას წინააღმდეგ ბრძოლა. გთხოვთ, გაუზიაროთ თქვენს მეგობრებსა და ოჯახის წევრებს, სასურველია თუ გავრცელებისთვის გამოიყენებთ WhatsApp-ს აპლიკაციას.

წერილი მოწოდებულია აუდიოპედიას მიერ, რომელიც არის გლობალური პროექტი, ჯანმრთელობის შესახებ ცოდნის ამაღლების მიზნით. შეიტყვეთ მეტი ვებ-გვერდზე: www.audiopedia.org